User Interface და User Experience: რა ხილია და რასთან ერთად იჭმევა

User Interface და User Experience: რა ხილია და რასთან ერთად იჭმევა

რას წარმოადგენს User Interface  და  User Experience, რითი განსხვავდებიან ისინი? აღნიშნული საკითხის ირგვლივ  საკმაოდ დიდი აზრთა სხვადასხვაობაა. ინტერნეტქსელშიც და რეალურ ცხოვრებაშიც ამ თემაზე  საკმაოდ მწვავე დისკუსიები იმართება.

შევეცდები თითოეული ტერმინის  მნიშვნელობასა და განსხვავებებზე მოგითხროთ.

1.User Interface  - (ინგლ. „მომხმარებლის ინტერფეისი“)

როგორც თავად სახელწოდება გვეუბნება, ეს არის პროგრამის ან ვებ-გვერდის სამომხმარებლო ინტერფეისი. აქ იგულისხმება ყველაფერი ის, რასაც თქვენ ხედავთ და რაც ურთიერთქმედებაშია ვებ-პროდუქტსა და პროგრამულ უზრუნველყოფასთან.  ყველა ჩვენთაგანს თუნდაც ერთხელ მაინც უნახავს ისეთი ინტერფეისი, რომელიც არ აკმაყოფილებს ჩვენს გემოვნებას ან კიდევ საკმაოდ მოუხერხებელია. მართებული იქნება, თუ ასეთ ინტერფეისს „მომხმარებლის საჭიროებაზე არასაკმარისად ორიენტირებულს“ ვუწოდებთ. შესაძლოა სწორედ ამ მოუხერხებელი ინტერფეისის გამო თქვენ ვერ განახორციელეთ ის, რაც დაგეგმილი გქონდათ. რატომ ხდება ასე? პასუხი იხილეთ ქვემოთ.

2.User Experience (ინგლ. „მომხმარებლის გამოცდილება“)

მოცემული ტერმინი აღნიშნავს მომხმარებლის კმაყოფილების დონესა და მის შეგრძნებებს ინტერფეისთან მუშაობისას.  ტერმინი შემოიღო დოქტორმა დონალდ ნორმანმა, რომელიც კოგნიტივისტიკას შეისწავლიდა. საიტზე მუშაობისას მომხმარებელზე მოქმედებს გარკვეული ფსიქოლოგიური დატვირთვა, კერძოდ კი - კოგნიტიური (ის მინიმალური უნდა იყოს) და ვიზუალური (უნდა ავსებდნენ ერთმანეთს).

საკმაოდ ბევრი ვებ-გვერდი ვიზუალური მიმზიდველობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ე. წ. დათვალიერების მხრივ საკმაოდ წარმატებულია, რადგანაც ვიზუალური ნაკლის მიუხედავად ეს საიტები ძალიან მოხერხებული და მარტივია. ეს  კი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ აზრს, რომ ვებ-პროდუქტის შექმნისას პირველ რიგში საჭიროა ორიენტირებული ვიყოთ მომხმარებლის ვებ-პროდუქტთან მოხერხებულ ურთიერთობაზე.

მე, მაგალითად, სრულიად არ მომწონს ფეისბუკის ინტერფეისი. ის საკმაოდ მოძველდა მორალურად და გარკვეული ხარვეზებიც გააჩნია. მაგრამ ვის აღელვებს ეს? ფეისბუკის პოპულარობის ფონზე აღნიშნული მხარე ნაკლებად აქტუალურია.

User Interface და User Experience: რა ხილია და რასთან ერთად იჭმევა

 

«ადამიანები არ ცნობენ დიზაინს, რომელიც არ ცნობს ადამიანებს» — ფრენკ ჩიმერო

 

საიტი მარკეტინგული ინსტრუმენტია და ის უნდა ასრულებდეს უპირველეს ყოვლისა იმ დავალებას, რომლითაც მომხმარებელია დაინტერესებული. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მომხმარებელთა უმეტესობა საიტის ვიზუალს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. მთავარია, მან დასახული ამოცანა შეასრულოს. სწორედ ამის შედეგად შეიძლება დავრწმუნდეთ, რომ  User Experience   უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე User Interface.

აღნიშნულთან დაკავშირებით მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ რესტორნის ანალოგია, სადაც UX  წარმოადგენს ინტერიერის ხარისხს (მოხერხებული სკამები, მაგიდები და მოწყობილობები), მუსიკას, კერძებსა და მომსახურებას, ხოლო  UI - ეს არის ინტერიერის საგნების სილამაზე.

დამეთანხმეთ, თქვენ ნამდვილად ამჯობინებთ კარგად და გემრიელად ისადილოთ იქ, სადაც კარგი მუსიკა და მომსახურებაა. და ამასთან თქვენთვის სულერთი იქნება, თუ რა ფერისაა რესტორნის კედლები, ფარდები თუ ავეჯი.

გააზიარე